1-ლი მარტიდან კოვიდსასტუმროები უქმდება
- საზოგადოება
- 22.02.2022
- 13:09
პირველი მარტიდან საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება, – ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ღიბრაძის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ 1-ლი მარტიდან, ამ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება.
"ასევე უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოება, დეზობარიერის ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება ბუფეტის საშუალებით მომსახურება გაუწიონ სტუმრებს", - განაცხადა ღიბრაძემ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200