png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს სანქციები დაუწესა

  • მსოფლიო
  • 22.02.2022
  • 22:09
ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს სანქციები დაუწესა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რიგგარეშე შეხვედრაზე ერთხმად შეათანხმეს სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ დონეცკისა და  ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.

ლე დრიანმა რუსეთის გადაწყვეტილებას სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა უწოდა.

„ჩვენ ერთხმად შევათანხმეთ სანქციათა პაკეტი. მადლობა ბატონ ბორელის იმ როლისთვის, რომელც მან ამაში შეასრულა“, - განაცხადა ლე დრიანმა.

„ეს სანქციათა პაკეტი, რომელიც ერთხმად არის მიღებული, ტკივილს მიაყენებს რუსეთს და ეს იქნება დიდი ტკივილი. ჩვენ ამას ვაკეთებთ კოორდინაციაში ჩვენს ამერიკელ, ბრიტანელ და კანადელ პარტნიორებთან ერთად, რომლებთანაც ამ საათების განმავლობაში მჭიდრო კონტაქტი მქონდა“, - განაცხადა ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ. ბორელის თქმით, სანქციების ქვეშ მოექცევა რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს პუტინისადმი მიმართვას დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების თაობაზე.

ასევე სანქცირებულთა სიაში მოხვდება 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრაში დიდი როლი შეასრულეს.

კერძოდ, სანქციები დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებიც პასუხიმგებელნი არიან უკრაინელების მიმართ მუქარასა და საფრთხის შექმნაში და გაერთიანებები, რომლებიც ფინანსურ ან მატერიალურ დახმარებას უწევდნენ რუს სამხედროებს და სხვადასხვა ოპერაციებს ამ ტერიტორიებზე, თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც დიდი როლი შაესრულეს დესტაბილიაციაში და იმ პირებს, რომლებიც აწარმოებდნენ დეზინფორმაციულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ასევე ბანკებს, რომლებიც აფინანსებდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადწყვეტილებების მიმღებ პირებს.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge