primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ეს ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ნაწილი არის ოკუპირებული. ვიდრე ყველა არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს - შალვა პაპუაშვილმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

  • პოლიტიკა
  • 23.02.2022
  • 14:33
ეს ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ნაწილი არის ოკუპირებული. ვიდრე ყველა არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს - შალვა პაპუაშვილმა იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საბჭოთა ოკუპაციური ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

მისი თქმით, ტრაგედიასთან ერთად, სიამაყეა იმის გახსენება, რომ ახალგაზრდა ჯარისკაცები სიმამაცით შეებრძოლენ დიდ არმიას და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავდნენ სამშობლოს.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დღეს, რომელიც არის ნაზავი ტრაგიზმის და სიამაყის. იუნკერები, ახალგაზრდა ქართველები, რომლებიც თბილისის შემოსასვლელში, წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპნენ და ეს იყო ტრაგედია, მაგრამ ამავე დროს, ეს არის სიამაყე, როდესაც ვფიქრობთ იმ სიმტკიცეზე, სიმამაცეზე, იმ სულის გაუტეხლობაზე, რომლითაც ეს ახალგაზრდა ჯარისკაცები შეებრძოლნენ დიდ არმიას, არ შეუშინდნენ და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იცავდნენ საკუთარ სამშობლოს. ეს არის, ამავე დროს, დღე და ბრძოლები, რომელშიც ჩვენ გმირ ჯარისკაცებთან ერთად, გვერდში ედგნენ ჩვენი გმირი ქალები. მარო მაყაშვილი ამ დღეებში დაიღუპა. ის პირველი ქალია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ის გამორჩეულია თავისი სიმამაცით, თავდადებით და იმ საქმით, რომელსაც ის, როგორც მედდა, ამ ბრძოლაში აკეთებდა.

მართალია, ეს ბრძოლა, იაღლუჯთან, კოჯორთან, ტაბახმელასთან იყო 101 წლის წინ, მაგრამ ის დღემდე არ დასრულებულა. ეს ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ნაწილი არის ოკუპირებული. ეს ბრძოლა არ დასრულდება, ვიდრე ყველა არ აღიარებს საქართველოს თავისუფლებას, მის სუვერენიტეტს, მის ტერიტორიებს. შესაბამისად, ეს ბრძოლა, ჯერ კიდევ მიმდინარეობს და არის ჩვენი თაობის ბოლომდე მისაყვანი. მინდა, იუნკერების ხსოვნას პატივი მივაგო. ასეთი დღეები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მათი ხსოვნა იყოს მაგალითი ჩვენი ყველა თაობისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge