primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო

  • მსოფლიო
  • 23.02.2022
  • 17:05
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, გარდა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვის განცხადებით, საბჭოს ეს გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს, რომელსაც საკითხი განსახილველად დღესვე გადაეგზავნება.

დანილოვმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები განსხვავდება რეგიონის მიხედვით.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა განმარტა, რომ იქ საგანგებო სიტუაციის შემოღება შეუძლებელი იყო, მაგრამ უკვე მოქმედებს ცალკე სამართლებრივი რეჟიმი, რადგან საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის ამოქმედება, ამ დროისთვის, 30 დღით არის გათვალისწინებული.

"საგანგებო მდგომარეობა მოიცავს საზოგადოებრივი წესრიგისა და ობიექტების დაცვის გაძლიერება. ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა, ტრანსპორტის დამატებითი ინსპექტირება, ფიზიკური პირების დოკუმენტების შემოწმება. ეს არის პრევენციული საკითხები, რათა ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ, იმისთვის, რომ ჩვენმა ეკონომიკამ იმუშაოს და ჩვენმა ქვეყანამ იმუშაოს", - განაცხადა დანილოვმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge