png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები აცხადებენ, რომ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს

  • მსოფლიო
  • 23.02.2022
  • 20:11
ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები აცხადებენ, რომ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებს

ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები, გიტანას ნაუსედა და ანდჟეი დუდა გამოდიან მოწოდებით, უკრაინამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტების ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც კიევში გაფორმდა.

პრეზიდენტებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სეპარატისტული ერთეულების, ლუგანსკისა და დონეცკის "რესპუბლიკების" აღიარების შესახებ.

"რუსეთმა მიზანმიმართულად და ცალმხრივად დატოვა მინსკის შეთანხმებები და მას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ადგილზე უსაფრთხოების ვითარების შემდგომ გაუარესებაზე", - ნათქვამია დეკლარაციაში.

ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ დგანან უკრაინის გვერდზე და მხარს უჭერენ მის ძალისხმევას კონფლიქტის დიპლომატიური და მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით.

"უკრაინა იმსახურებს ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რაც უკრაინელი ხალხის ნებასა და არჩევანს ეფუძნება. ლიეტუვა და პოლონეთი ადასტურებენ უკრაინის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას", - აღნიშნულია დეკლარაციაში.

"ხაზს ვუსვამთ, რომ ასოცირების შეთანხმებისა და შიდა რეფორმების განხორციელებაში მნიშვნელოვანი პროგრესის გათვალისწინებით, ასევე უსაფრთხოების არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს და ლიეტუვა და პოლონეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში", - ნათქვამია დეკლარაციაში.

ამავდროულად, პრეზიდენტებმა მოუწოდეს საერთაშორისო თანამეგობრობას, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის მორიგი აქტის საპასუხოდ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge