png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა

  • მსოფლიო
  • 24.02.2022
  • 21:58
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გამოაცხადა.

„ეს უფლებამოსილება სრულად მოგვცემს შესაძლებლობას, გავთიშოთ რუსული ბანკები დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან... ჩამოვართვათ მას წვდომა ფუნტ სტერლინგებთან და და დიდი ბრიტანეთის მეშვეობით გადახდების განხორციელებასთან. რამდენადაც რუსეთის ვაჭრობის ნახევარი ხორციელდება დოლარებსა და ფუნტ სტერლინგებში, მოხარული ვარ წარმომადგენელთა პალატას ვაცნობო, რომ შეერთებული შტატები მიიღებს ანალოგიურ ზომებს“, - განაცხადა ჯონსონმა. ასევე მან განაცხადა, რომ თანხის ოდენობა, რომელსაც რუსეთის მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში თავიანთ საბანკო ანგარიშებზე შეიტანენ, შეზღუდული იქნება.

მისი თქმით, რუსულ ავიაკომპანია „აეროფლოტს“ აეკრძალება ფრენები დიდ ბრიტანეთში, აიკრძალება მაღალი ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი.

ჯონსონმა განაცხადა, რომ ანალოგიური ზომები იქნება მიღებული ბელარუსის მიმართაც. „ოლიგარქები ლონდონში ვერსად დაიმალებიან“, - დასძინა მან.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა გაყინავს ყველა რუსული მსხვილი ბანკის აქტივებს, მათ შორის  სიდიდით მეორე რუსული ბანკის VTB-ის აქტივებს, რომლის აქტივებიც 154 მლრდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.  ასევე ბრიტანეთს განზრახული აქვს კანონის მიღება, რომელიც აუკრძალავს რუსულ კომპანიებს მიიზიდოს კაპიტალი დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე.

ბრიტანეთი ასევე სანქციებს დაუწესებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და მათ შვილობილ კომპანიებს, რომლის შემადგენლობაშიც შედის რუსეთის უმსხვილესი თავდაცვითი კომპანია Ростех.

სანქციათა სრული პაკეტი გავრცელდება რუსეთის მოკავშირე ბელარუსზეც.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge