primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ჩვენს სახელმწიფოს მარტონი ვიცავთ. დაარწმუნა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა? - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 25.02.2022
  • 12:45
ჩვენს სახელმწიფოს მარტონი ვიცავთ. დაარწმუნა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა?  - ზელენსკი

უკრაინის პრეიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მეორე დღეა სარაკეტო დარტყმებს ახორციელებს უკრაინის მშვდობიანი ქალაქების მიმართ. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ილაპარაკა.

პრეზიდენტის თქმით, რუსების დარტყმის სამიზნე სამხედრო ობიექტებთან ერთად საცხოვრებელი სახლებიც გახდნენ.

 „ამ შეტევის მიზანი ზეწოლაა. ზეწოლა ჩვენზე. პატივცემულო მოქალაქეებო, ეს არის ზეწოლა ჩვენს საზოგადოებაზე. ხაზს ვუსვამ: არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ ყველა უკრაინელზე. ჩვენმა ახალგაზრდებმა უკრაინის დამცველებმა მტერს არ მისცეს საშუალება განეხორციელებინა პირველ დღეს ოპერატიული შემოჭრის ჩანაფიქრი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები მას 1941 წელს კიევზე შეტევას ახსენებს. მისივე თქმით, დასავლეთის სანქციები არასაკმარისია.

 „ჩვენ ჩვენს სახელმწიფოს მარტონი ვიცავთ. მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან გვაკვირდებიან. დაარწმუნა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა? ჩვენ ჩვენს ცაზე და მიწაზე გვესმის, რომ ეს არასკმარისია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინელების სოლიდარობას შეუძლია მათი თავისუფლების დაცვა. მან უკრაინელებს მობილიზაციისკენ, ერთმანეთისა და არმიის დახმარებისკენ მოუწოდა.

„უკრაინელების ბედი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, ჩვენს უკან სიმართლეა. ჩვენი ხასიათის განადგურება არ გამოუვათ. ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ „კალიბრის“ რაკეტები უძლურია“, – აღნიშნავს ზელენსკი.

ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან რუსეთს მოუწევს უკრაინასთან ლაპარაკი იმის შესახებ, როგორ დასრულდეს ეს ომი.

„ადრე თუ გვიან რუსეთს მოუწევს ჩვენთან ლაპარაკი. ლაპარაკი იმაზე, როგორ დავასრულოთ საომარი მოქმედებები და ეს შეჭრა. რაც უფრო მალე დაიწყება ეს ლაპარაკი, მით უფრო ნაკლები დანაკარგი ექნება რუსეთს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა რუსეთის მოქალაქეებსაც მიმართა: „რუსეთის ფედერაციის ძვირფასო მოქალაქეებო, როგორც უკვე ვთქვი, დღეს ღამით დაიწყო გმირი ქალაქ კიევის საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვა. ეს ყველაფერი 1941 წელს მოგვაგონებს. ყველა მოქალაქე, რომელიც საპროტესტო აქციაზე გამოდის. ჩვენ თქვენ გხედავთ. ეს ნიშნავს, თქვენ ჩვენი შეისმინეთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენი გჯერათ. იბრძოლეთ ჩვენთვის, იბრძოლეთ ომის წინააღმდეგ“, – აცხადებს ზელენსკი.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge