წითელი ჯვარი სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას გადასცემს
- საზოგადოება
- 16.02.2016
- 15:28
ხვალ, 15:00 საათზე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ვაკის რაიონის გამგეობასთან და თბილისის მერიასთან ერთად წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას გადასცემს.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება კვლავ აგრძელებს 2015 წლის 13-14 ივნისის წყალდიდობით დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერას, რაც ამჯერად შესაძლებელი გახდა შემდეგი კომპანიების დახმარებით: ბანკი რესპუბლიკა, BP საქართველო, ვიმ-ბილ-დან საქართველო, Delloite, KPMG.
ზემოაღნიშნულ ტექნიკას დაზარალებულ ოჯახებს გადასცემენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ქალბატონი ნათია ლოლაძე და ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200