ნატო უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებსა და დამატებით შეიარაღებას მიაწვდის - სტოლტენბერგი
- მსოფლიო
- 25.02.2022
- 23:29
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრებმა განიხილეს უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხი.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ალიანსის ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნატო-ს წევრი ქვეყნები აგრძლებენ დახმარების გაწევას უკრაინისთვის. დღეს, ნატო-ს სამიტზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროკავშირი, ფინეთი და შვედეთი, წევრმა ქვეყნებმა განიხილეს შეიარაღების მიწოდების საკითხი, რომელიც მოიცავს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატოელი მოკავშირეები უკრაინელი სამხედროების დახმარებას აგრძელებენ. მისივე თქმით, ასეთ რთულ სიტუაციაში ძნელია პროგნოზის გაკეთება, თუ როგორი შესაძლებლობები იქნება მომავალშა, თუმცა ნატო-ს წევრები მზად არიან დახმარებისთვის.