png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

მსოფლიოს თავისუფალი და სუვერენული უკრაინა სჭირდება. დიდება უკრაინას! - ბორის ჯონსონი

  • მსოფლიო
  • 26.02.2022
  • 12:37
მსოფლიოს თავისუფალი და სუვერენული უკრაინა სჭირდება. დიდება უკრაინას! - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ახალ მიმართვას ავრცელებს. ის კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინის მთავრობასა და ხალხს, რუსებს კი მოუწოდებს, შეაჩერებინონ თავიანთ პრეზიდენტს უსამართლო სისხლიანი ომი.

"უკრაინის ქუჩებსა და მინდვრებში განვითარებული მოვლენები სხვა არაფერია, თუ არა ტრაგედია. მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები და უდანაშაულო მოქალაქეები იღუპებიან, ტანკები მოძრაობს ქალაქებსა და სოფლებში, ჭურვები ცვივა ციდან განურჩევლად ყველას თავზე.

ერთი ან მეტი თაობა გავიდა მას შემდეგ, როდესაც ევროპამ ბოლოს იხილა ასეთი სისხლისღვრა და ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ამას აღარასოდეს ვნახავდით. გაერთიანებული სამეფოს ხალხი დგას უკრაინელი დებისა და ძმების გვერდით, როდესაც მათ სამშობლოზე ასეთი გაუმართლებელი თავდასხმა ხორციელდება. მივესალმებით თქვენი მთავრობის, სამხედროებისა და ხალხის სიმამაცესა და პატრიოტიზმის. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და როგორც პრემიერმინისტრი, ყველა ბრიტანელის სახელის ვამბობ - დიდება უკრაინას!

ეს არის ტრაგედიაა უკრაინისთვის და ასეთივე ტრაგედიაა რუსეთისთვის. უკრაინის მსგავასად, რუსეთიც დიდი ქვეყანაა თავისი მდიდარი ისტორიითა და ამაყი ხალხით. უკრაინელების მსგავსად, რუსეთის პოეტებმა და ხელოვანებმა ჩვენი კულტურის ფორმირება მოახდინეს. რუსი ჯარისკაცები ასე თამამად იბრძოდნენ ჩვენს მხარდამხარ ფაშიზმის წინააღმდეგ. მაგრამ პუტინის ქმედებები იწვევს რუსეთის სრულ იზოლაციას, რადგან დანარჩენი მსოფლიო მას ზურგს აქცევს. ხდება ეკონომიკური სანქციების მსხვერპლი და იფლობა უაზრო, სისხლიან ომში, რომელმაც უკვე უამრავი უკრაინელი და რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ისინი ვეღარასოდეს იხილავენ თავიანთ ოჯახებს.

მივმართავ ჩემს რუს მეგობრებს, მე არ მჯერა, რომ ეს ომი თქვენი სახელითაა. ამ ტრაგედიის, კრიზისის დასრულება შესაძლებელია და ის უნდა დასრულდეს, რადგან მსოფლიოს თავისუფალი და სუვერენული უკრაინა სჭირდება. დიდება უკრაინას!", - ამბობს ბორის ჯონსონი ვიდეო მიმართვაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge