კიევს უკრაინული ძალები სრულად აკონტროლებენ
- მსოფლიო
- 27.02.2022
- 09:11
კიევში ომის მესამე ღამემ წინა ორ ღამესთნ შედარებით მშვიდად ჩაიარა. 27 თებერვლის 6:30 საათის მონაცემებით კიევს უკრაინული ძალები სრულად აკონტროლებენ.
ამის შესახებ კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნოკოლაი პოვოროზნიკმა უკრაინული მედიის ეთერში განაცხადა.
„დედაქალაქის შემოგარენში სიტუაცია მეტ-ნაკლებად მშვიდია. ძირითადი საბრძოლო მოქმედებები გრძელდება კიევის უახლოეს მისადგომებთან. ქალაქს შეიარაღებული ძალები და მოხალისეთა ბატალიონები აკონტროლებენ. სიტუაცია ქალაქში აბსოლუტურად კონტროლირებადი და მშვიდია.
ღამის განმავლობაში იყო რამდენიმე შეტაკება დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებთან. ამჟამად (6:30 საათის მდგომარეობით) სიმშვიდეა“, - განაცხადა პოვოროზნიკმა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200