ლონდონმა რუსეთის დიდი თეატრის გასტროლები გააუქმა
- მსოფლიო
- 27.02.2022
- 11:51
ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა Covent Garden-მა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო დიდი თეატრის არტისტების გასტროლებს ვეღარ მიიღებს.
რუსეთის სახელმწიფო აკადემიური დიდი თეატრის გასტროლები 16 ივლისიდან 14 აგვისტომდე უნდა გამართულიყო. დაგეგმილი იყო 21 სპექტაკლი, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის გამო აღარ გაიმართება.
„სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, გასტროლები აღარ გაიმართება“, - აღნიშნულია ლონდონის თეატრის განცხადებაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200