png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

უკრაინაში შეჭრა, შესაძლოა, პუტინის დასასრულის დასაწყისი იყოს - ლიზ ტრასი

  • მსოფლიო
  • 27.02.2022
  • 15:01
უკრაინაში შეჭრა, შესაძლოა, პუტინის დასასრულის დასაწყისი იყოს - ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი, ლიზ ტრასი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრა, შესაძლოა, პუტინის დასასრულის დასაწყისი იყოს. ამის შესახებ მან Sky News-ის ეთერში განაცხადა.

ლიზ ტრასის განცხადებით, ის შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა ამ ომში ყველაზე შემაძრწუნებელი საშუალებები გამოიყენოს.

"მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო თვალყურს ადევნებს, რაც ხდება უკრიანში და ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება პირადად პუტინისთვის და რუსეთის მთავრობისთვის", - თქვა ტრასმა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი შეიძლება იყოს, "ძალიან, ძალიან სისხლიანი".

ლიზ ტრასის თქმით, შეუძლებელია რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოება, ვიდრე მისი ჯარები უკრაინაში იმყოფებიან.

"თუ რუსები სერიოზულად უყურებენ მოლაპარაკებების იდეას, მათ უნდა გაიყვანონ ჯარები უკრაინიდან. მათ არ შეუძლიათ მოლაპარაკებების წარმოება უკრაინელების თავთან მიდებული იარაღით. ასე რომ, გულწრფელად რომ ვთქვათ, მე არ ვენდობი ამ ეგრეთ წოდებულ მოლაპარაკებებს", - თქვა მან.

ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ მან უკვე შეადგინა რუსი ოლიგარქების სია, რომელთაც ბრიტანეთის მთავრობა აქტივებს გაუყინავს, მიზანში ამოიღებს მათ ქონებას და აუკრძალავს კერძო თვითმფრინავებით გადაადგილებას.

"მე შევადგინე ოლიგარქების სია, რომელთაც მიზანში ამოვიღებთ. ვმუშაობთ მათ საქმეებზე და ყოველ კვირაში სიას ახალ ოლიგარქებს დავამატებთ. იქნება სანქციების მუდმივი პროგრამა. ისინი ვერსად დაგვემალებიან", - დასძინა ტრასმა.

ამავდროულად, საგარეო საქმეთა მდივანმა აღნიშნა, რომ დრო დასჭირდება რუსეთის ეკონომიკისა და მისი "სამხედრო მანქანების" დეგრადაციას.

"ეს შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს, რადგან ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ჰყავს ძლიერი ძალები და ასევე ვიცით, რომ უკრაინელები მამაცები არიან და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", - თქვა ტრასმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge