უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიმართა
- მსოფლიო
- 27.02.2022
- 15:26
უკრაინამ გაეროს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელით მიმართა და საქმის დაუყოვნებლივ დაწყება მოითხოვა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.
„უკრაინამ სარჩელი შეიტანა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ტერმინ გენოციდის ცნების მანიპულაციისათვის , რაც აგრესიის გასამართლებლად გამოიყენა. გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც დაავალდებულებს რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ახლავე და ველით, რომ სასამრთლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება“, - წერს ზელენსკი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200