თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ახალ სპორტის სასახლეში ხანძარია
- საზოგადოება
- 27.02.2022
- 18:41
თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, იწვის უნივერსიტეტის ქუჩაზე არსებული სპორტის სასახლის შენობა, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს.
ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
წინასწარი ინფორმაციით, შენობაში არავინ იმყოფებოდა. მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება სრულად აკრძალულია.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200