ნატოს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის დახმარებას საზენიტო რაკეტებითა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღით - სტოლტენბერგი
- მსოფლიო
- 28.02.2022
- 17:04
ნატოს მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინის დახმარების გაძლიერებას, მათ შორის, საჰაერო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის სისტემების მიწოდებას, აგრეთვე ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის უზრუნველყოფას. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე დაწერა.
„მე ახლახან ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის და მივულოცე მას უკრაინის ხალხისა და შეიარაღებული ძალების გამბედაობა. ნატოს მოკავშირეები აძლიერებენ დახმარებას საზენიტო რაკეტებით, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით, ასევე, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით“, - წერს სტოლტენბერგი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200