უკრაინის პრემიერი ღარიბაშვილს მოუწოდებს, გამოიჩინოს გამბედაობა და ქართველ მოხალისეებს გაფრენის ნებართვა მისცეს
- მსოფლიო
- 28.02.2022
- 21:54
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, მოხალისეების უკრაინაში გაფრენის ნებართვა გასცეს.
"მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან. იმედია ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს. უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება! #StopRussia" თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!", - წერს დენის შმიგალი "ტვიტერზე" ქართულ ენაზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200