png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საპარლამენტო უმრავლესობა აბსოლუტურად იზიარებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ - მდინარაძე

  • პოლიტიკა
  • 28.02.2022
  • 23:33
საპარლამენტო უმრავლესობა აბსოლუტურად იზიარებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ - მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობა აბსოლუტურად იზიარებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ვამბობ, საქართველო მეგობარი უკრაინის მიმართ ქმედით ჰუმანიტარულ დახმარებას და მკვეთრ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებს. "ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის გაეროში, ეუთოსა და ევროპის საბჭოში უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მკაფიოდ და ურყევად გამოვხატავთ".

დღეს გაიმართა უმრავლესობის სხდომა, სადაც დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და მის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და რეგიონის წინაშე არსებულ სერიოზულ რისკებზე.

ჩვენ, ასევე განვიხილეთ აგორებული ხელოვნური აჟიოტაჟი და ის თავდასხმები, რომელიც საქართველოს მთავრობის და მისი ხელმძღვანელის მიმართ ხორციელდება.

სამწუხაროდ, იმ ურთულეს ვითარებაში, როდესაც უკრაინაში რუსეთის ღია აგრესია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, საქართველოში აღმოჩნდა ხალხი, რომელიც ამ ომით სარგებლობს და თავისი გეგმებისთვის იცლის.

საპარლამენტო უმრავლესობა აბსოლუტურად იზიარებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ და ამის კვალდაკვალ, მკაფიოდ დავაფიქსიროთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, გამოვხატოთ ქმედითი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა.

ამ ფონზე, საზოგადოებამ ყველაზე უკეთ იცის, რას ემსახურება რადიკალური ოპოზიციის გეგმა, რაც ნაციონალური მოძრაობიდან გამოჟონილმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა. სამწუხაროდ მათი მიზანი არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ რუსეთის მიერ წამოწყებული ომით სარგებლობა და საქართველოში სიტუაციის არევაა.

ნიშანდობლივია, რომ ამ მოღალატეობრივი მოქმედებების ავტორია ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც საქართველო და ქართველი სამხედროები ომის დაწყებაში, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულა 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში და ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არც ერთი მათგანისგან კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, საქართველო მეგობარი უკრაინის მიმართ ქმედით ჰუმანიტარულ დახმარებას და მკვეთრ პოლიტიკურ პოზიციებს აფიქსირებს. ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, მათ შორის გაეროში, ეუთოსა და ევროპის საბჭოში უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მკაფიოდ და ურყევად გამოვხატავთ.

გარდა ამისა, ჩვენს დიპლომატიურ მისიებს უკრაინაში არა ერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ერთი წუთითაც არ დაუტოვებიათ უკრაინის ტერიტორია და მათი სამუშაო ადგილები.

გახსოვთ ალბათ, ამასთან დაკავშირებითაც იყო სამწუხაროდ ორდღიანი ნეგატიური პიარი, თითქოს ჩვენი დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებმა მიატოვეს, უკრაინა და ჩვენი ხალხი მათგან დახმარებას ვერ იღებდა და მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ არც ერთი წუთით, არა თუ უკრაინა, თავიანთი სამუშაო ადგილები არ მიუტოვებიათ და თავის საქმეს აკეთებდნენ, ამის შემდეგ დაუწყეს მხოლოდ მადლობის გადახდა და ქება.

ამ სამწუხარო რეალობაში ვართ, გამოწვევები არის ბევრი, დიდი და ჩვენ გვიწევს გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ბეწვის ხიდზე სიარული და ამ დროს, შიდა ხელოვნური ტურბულენტობები ემსახურება ერთადერთი - ჩრდილოელი მეზობლის, ამ შემთხვევაში უკრაინაში ღია აგრესიის ავტორის ინტერესებს. ეს არის ძალიან სამწუხარო.

ჩვენ, კიდევ ერთხელ, ვაფიქსირებთ მკაფიო მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან, ეს იქნება გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო და იცით შესაბამისი დოკუმენტები, მხარდაჭერა, ხელმოწერები, რაშიც სხვათა შორის იმ ადამიანებმა, ვინც ამ ე.წ. ტურბულენტობას უზრუნველყოფს, მონაწილეობა არ მიიღეს.

ასევე იცით, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას ვუწევთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და ამ ფონზე შიდა დაპირისპირება არის მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელი ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის, საქართველოში არსებული სიტუაციისთვის და იმ რისკების გაღრმავებას ემსახურება მხოლოდ, რა რისკებიც წინაშეც ამ შემთხვევაში ცივილური სამყარო დგას", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge