გაეროდან 12 რუსი დიპლომატი გააძევეს
- მსოფლიო
- 01.03.2022
- 00:25
გაეროში რუსეთის მისიის 12 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს. ამის შესახებ გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებეზნიამ განაცხადა.
„ახლახან მივიღე ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ კიდევ ერთი მტრული ნაბიჯი გადადგა გაეროში რუსეთის მისიის წინააღმდეგ, უხეშად დაარღვია მასპინელი ქვეყნის ვალდებულების შეთანხმება. მათ გვითხრეს, რომ რუსეთის მისიის 12 წევრს პერსონა ნონ გრატად აცხადებენ“, - თქვა ნებეზნიამ პრეს კონფერენციაზე.
მისი თქმით, დიპლომატები 7 მარტამდე უნდა წავიდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200