png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მიუნხენის სახელმწიფო ოპერის თეატრმა ანა ნეტრებკოსა და ვალერი გერგიევთან თანამშრომლობა შეწყვიტა

  • მსოფლიო
  • 01.03.2022
  • 21:51
მიუნხენის სახელმწიფო ოპერის თეატრმა ანა ნეტრებკოსა და ვალერი გერგიევთან თანამშრომლობა შეწყვიტა

მიუნხენის სახელმწიფო ოპერის თეატრმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო   რუს საოპერო მომღერალ ანა ნეტრებკოსა და დირიჟორ ვალერი გერგიევთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ მიუნხენის სახელმწიფო ოპერის დირექტორი სერჟ დორნი იუწყება.

„უკრაინაში რუსეთის საშინელი აგრესიის ფონზე და მისგან ვალერი გერგიევისა და ანა ნეტრებკოს არასაკმარისი დისტანცირების გამო ბავარიის სახელმწიფო ოპერა წყვეტს მათთან თანამშრომლობას“, - წერს დორნი  Twitter-ზე.

Instagram-ზე ნეტრებკომ 27 თებერვალს დაწერა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების წინააღმდეგია. ამასთან, აღნიშნა, რომ „აიძულო არტისტები და სხვა საზოგადო მოღვაწეები საჯაროდ გამოთქვან თავიანთი პოლიტიკური  შეხედულებები და დაგმონ თავიანთი სამშობლო - მიუღებელია!“. ანა ნეტრებკო ბავარიის ოპერასათან 2003 წლიდან თანამშრომლობს. 2012 წელს ის იყო ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ვალერი გერგიევი მიუნხენის ფილარმონიის მთავარი დირიჟორის თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს.

პარიზის ფილარმონიამ გააუქმა მარიინსკის თეატრის ორკესტრის კონცერტები გერგიევის ხელმძღვანელობით. კარნეგი ჰოლმა ნიუ იორკში გააუქმა გერგიევისა და პიანისტ დენის მაცუევის გამოსვლა, რომელიც რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო. ასევე ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა Covent Garden-მა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო დიდი თეატრის არტისტების გასტროლებს ვეღარ მიიღებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge