Nord Stream 2 AG-მა სანქციების გამო გაბანკროტების პროცედურა დაიწყო
- მსოფლიო
- 01.03.2022
- 23:50
კომპანია Nord Stream 2 AG-მა, რომელმაც გაზსადნი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ააშენა, გაბანკროტების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ SRF-თან ინტერვიუში კომპანიის წარმომადგენელმა სილვია ტალმან-გუტმა განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია იძულებული გახდა გაეთავისუფლებინა 106 თანამშრომელი აშშ-ის სანქციების გამო.
Nord Stream 2 AG-მა, რომელიც რეგისტრირებულია შვეიცარიაში და ეკუთვნის რუსულ კომპანია „გაზპრომს“, 2021 წელს დაასრულა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა. პროექტი 11 მლრდ დოლარის ღირებულების იყო და რუსეთიდან გერმანიაში გაზის გადაგზავნის სიმძლავრე უნდა გაეორმაგებინა.
1230 კმ-ის სიგრძის გაზსადენი სერტიფიცირებას ელოდებოდა გერმანიაში, რომელმაც გასულ კვირას უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო ეს პროცესი გააჩერა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200