უკრაინაში გერმანიიდან 1000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და Stinger-ის 500 საზენიტო რაკეტა ჩავიდა
- მსოფლიო
- 03.03.2022
- 00:02
უკრაინაში გერმანიიდან - 1000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და Stinger-ის 500 საზენიტო რაკეტა ჩავიდა. იუწყება გამოცემა Bild.
გერმანიის მთავრობა, რომელიც მანამდე ეწინააღმდეგებოდა უკრაინაში იარაღის გაგზავნას, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება 26 თებერვალს მიიღო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მისი დაკვეთით Insa-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, გერმანიაში რესპოდენტების 78 პროცენტი მხარს უჭერს უკრაინაში გერმანული იარაღის გაგზავნას.
შედარებისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე გამოკითხულთა მხოლოდ 22 პროცენტი ემხრობოდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200