png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ხერსონი დაიკავეს

  • მსოფლიო
  • 03.03.2022
  • 09:27
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ხერსონი დაიკავეს

უკრაინის საპორტო ქალაქი ხერსონი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს. ინფორმაციას BBC ქალაქის მერზე იგორ კოლოხაევზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხერსონი, სადაც 280 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, პირველი მსხვილი ქალაქია, რომელიც ოკუპანტებმა აიღეს.

როგორც კოლიხაევი იტყობინება, რუსი ოკუპანტები ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შევიდნენ და 06:00 -დან 20:00 საათამდე კომენდანტის საათი დააწესეს.

მერის თქმით, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები არ ყოფილა.

„ეს არ იყო მოლაპარაკებები ან რამე მსგავსი, როგორც გავრცელდა ჭორები... ჩვენ უდიდესი სირთულეები გვაქვს ცხედრების მოგროვებასა და დამარხვის, პროდუქტებითა და მედიკამენტებით მომარაგების, ნაგვის გატანასა და ზიანის აღმოფხვრასთან დაკავშირებით“, - წერს კოლიხაევი ფეისბუქზე.

როგორც მერი აღნიშნავს, ქალაქი რჩება უკრაინის დროშ ქვეშ და  „მწვანე დერეფნის“ გახსნას ითხოვს.

„მე მოვედი იმისთვის, რომ განმეახლებინა ინფრასტრუქტურა, შემომეტანა ხერსონში ინვესტიციები, ამეშენებინა სახლები, გზები, პარკები და ახალი სიცოცხლე მშობლიური ქალაქისთვის. თუმცა ახლა ვეძებ სპეციალურ პაკეტებს გარდაცვლილებისთვის,  მთელი მსოფლიოს გასაგონად ვითხოვ „მწვანე დერეფანს“ და ვფიქრობ, როგორ აღვადგინო ქალაქი ტანკებისა და ჯავშანტრანსპორტიორების შემდეგ“,- წერს კოლიხაევი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge