png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

დავით ნარმანია სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოების გამოფენას დაესწრო

  • საზოგადოება
  • 17.02.2016
  • 10:22
დავით ნარმანია სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოების გამოფენას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია, 2015 წლის სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოების გამოფენას და ფოტო-კატალოგის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება თბილისის მერიის დაფინანასებით მოეწყო.

გამოფენა „სპორტფოტო 2015”, წინა წლებთან შედარებით მონაწილეთა მეტი რაოდენობით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 2015 წლის შემაჯამებელ კატალოგში შევიდა დაუვიწყარი კადრები თბილისში გამართული: ძიუდოს საერთაშორისო ტურნირიდან, ევროპის ჩემპიონატიდან ძალოსნობაში, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან „თბილისი 2015“, უეფას სუპერთასიდან და ა.შ

“ეს არის ძალიან საინტერესო გამოფენა, რადგან ერთიან სივრცეში ვნახეთ 2015 წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით ჩატარებული ყველა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება. გასულ წელს თბილისში ბევრი რამ გაკეთდა და ძალიან ბევრი ღონისძიება ჩატარდა  სპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით.  განსაკუთრებით გამოვყოფდი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და უეფას სუპერთასის მატჩს. ორივე ბრწყინვალედ  ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებაიყო, რამაც ჩვენი ქალაქისა და  ქვეყნის პოპულარობას კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი. ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებისა და შეჯიბრის მასპინძლობა“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

პროექტის ავტორების განცხადებით, მსგავსი გამოფენები და კატალოგები გულშემატკივარში ქართული სპორტისადმი ინტერესის გაღვიძებას და სპორტის ამა თუ იმ სახეობის გაცნობა-პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიდაესწრნენ.

წლევანდელ პროექტში მონაწილეობა 26-მა სპორტულმა ფოტოგრაფმა მიიღო, მათ შორის იყვნენ რეგიონების წარმომადგენლებიც. 2015 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტო-კატალოგის ნახვა შესაძლებელია ელექტრონულადაც.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge