primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

ევროკავშირმა საქართველოს მისაღებად უნდა დააჩქაროს ნაბიჯები, რათა საქართველო რუსეთისგან დაიცვას - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 03.03.2022
  • 19:52
ევროკავშირმა საქართველოს მისაღებად უნდა დააჩქაროს ნაბიჯები, რათა საქართველო რუსეთისგან დაიცვას - სალომე ზურაბიშვილი

ევროკავშირმა საქართველოს მისაღებად უნდა დააჩქაროს ნაბიჯები, რათა საქართველო რუსეთისგან დაიცვას, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ბრიუსელმა უკრაინასთან დაკავშირებით დააგვიანა.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ ევროკავშირისთვის შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა, მიიღოს თავის მეზობელი ქვეყნები, რომლებიც მის ნაწილად გახდომისაკენ მიისწრაფვიან.

„ჩვენ არ გვჭირდება, რუსეთს ის აზრი გაუჩნდეს, რომ არსებობს ადგილები, რომლებსაც არავინ იცავს“, - განუცხადა მან Financial Times-ს.

„[ევროკავშირმა] უნდა იპოვოს გზა უპასუხოს ჩვენს ხანგრძლივ მოლოდინს და მოგვცეს ნიშანი, ჩვენ ამ ოჯახის ნაწილი ვართ“.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებმა საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, რომლებიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრები არიან, აქვთ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებები, განაცხადეს თავისი სურვილის შესახებ გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

ორშაბათს უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა, კიევში ნაბიჯს, ვოლოდიმერ ზელენსკიმ „დამსახურებული“ უწოდა.

წინა კვირას, ომის გამოცხადებისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალა საჭირო იყო უკრაინაში „დასავლეთის ტყუილების იმპერიის“ გაფართოების თავიდან ასაცილებლად.

„ყოველგვარი დაცვისა და სოლიდარობის გარეშე ამ ქვეყნების გარეთ დატოვებამ, რა თქმა უნდა, წაახალისა რუსეთი იფიქროს, რომ ამ ქვეყნების დაბრუნების შანსი სამუდამოდ არ არის დაკარგული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

რუსეთის უკრაინაში, საქართველოსთან ხანმოკლე ომიდან 14 წლის შემდეგ შეიჭრა. მოსკოვის მომხრე სეპარატისტებმა რუსი სამხედროების მხარდაჭერით საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედი დაიკავეს.

“უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის“, - თქვა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებაზე კიევის ხანგრძლივმა მოლოდინმა ნაწილობრივ ხელი შეუწყო პუტინის თავდასხმას.

„ერთგვარად, უკრაინის ვითარება შეიქმნა იმიტომ, რომ ეს პერსპექტივა ძალიან შორს იყო და მისი წევრობის მატერიალიზაცია არ ხდებოდა“.

ევროკავშირს პოტენციური მომავალი წევრებისთვის მკაცრი კრიტერიუმები და გარკვეული სტანდარტები აქვს, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს, სანამ განაცხადი რამდენიმე ათეულ ეტაპს გაივლის.

საქართველოს ჯერ არ აქვს განაცხადი ოფიციალურად წარდგენილი (ინტერვიუ გამოქვეყნდა 2 მარტს), მაშინ როცა, ევროკავშირში ბოლოს გაწევრიანებულ ქვეყანას, ხორვატიას, განცხადებიდან წევრობამდე 10 წელი დასჭირდა.

საქართველოს, როგორც ერთ დროს ენერგიული დემოკრატიისა და ძლიერი დასავლური პერსპექტივებისთვის ევროკავშირის სანიმუშო აპლიკანტი ქვეყნის კაშკაში ბოლო წლებში მცირდება კანონის უზენაესობის დარღვევის, სადაო არჩევნებისა და მისი მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციის დარბევის ბრალდებების ფონზე. საქართველომ გასულ წელს განაცხადა, რომ ევროკავშირში განაცხადისთვის მზად იქნება 2024 წელს.

პუტინმა განაახლა კონფლიქტი ტირანიასა და ლიბერალურ დემოკრატიას შორის.

ზურაბიშვილმა თქვა, რომ მიესალმება "ძლიერი ევროპის" გაჩენას, რომელიც პუტინის შეჭრის შედეგად იშვა, სადაც ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები მიიღო და კიევისათვის იარაღის მიწოდებას დათანხმდა, ხოლო გერმანიამ თავდაცვის ხარჯების გაზრდის პირობა დადო.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა, ვერც საქართველოს მიმართ, 2008 წლის ომისა და ვერც უკრაინის მიმართ, 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, ვერ შეძლო იგივე სიმტკიცის გამოჩენა. „ამ რეაქციების ნაკლებობამ ალბათ გახადა პუტინი ისეთი როგორიც არის“,- თქვა მან.

„სულ არსებობდა ის აზრი, რომ თუ შეეცდებოდი რუსეთის ხელმძღვანელობისათვის კომფორტის შექმნას და არა მათთან დაპირისპირებას, ეცდებოდი მათთან რაღაც ფორმით საერთოს გამონახვას, ეს მათ გადმოიბირებდა, თუმცა ამას არასდროს უმუშავია!“ - თქვა მან. „და ახლა ჩვენ ამას ვაცნობიერებთ“.

ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს სამშაბათს შეხვდა. მათი საუბრის შემდეგ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირს „კარგად ესმის, რომ კონკრეტული პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხილული და ძლიერი კავშირები ხელმისაწვდომი იყოს ქართველი ხალხისთვის“.

„ჩვენც იმდენ ხანს ველოდით რამდენსაც უკრაინა“,- განაცხადა ზურაბიშვილმა. „ჩვენ ერთსა და იმავე გზაზე ვართ, ჩვენც უნდა გაგვითვალისწინონ და არ უნდა ვიყოთ დავიწყებულნი“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge