primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

კონგრესი შეერთებულ შტატებში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის კანონპროექტს განიხილავს

  • მსოფლიო
  • 04.03.2022
  • 13:19
კონგრესი შეერთებულ შტატებში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის კანონპროექტს განიხილავს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის დეპუტატთა ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსული ნავთობის, ნავთობპროდუქტების, თხევადი ბუნებრივი აირისა და ნახშირის შეერთებულ შტატებში იმპორტს.

ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროს შეწყვეტას უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების შემდეგ.

კანონპროექტის ინიციატორები არიან რესპუბლიკელი სენატორი ლიზა მურკოვსკი და დემოკრატი სენატორი ჯო მანჩინი. მათი განცხადებით, კანონპროექვს მხარს უჭერენ ორივე პარტიასა და კონგრესის ორივე პალატაში.

"ეს ნიშნავს, რომ კანონპროექტს აქვს მომავალი", - თქვა მურკოვსკიმ, სენატის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წამყვანს რესპუბლიკელმა წევრმა.
ჯო მანჩინი ამ კომიტეტის თავმჯდომარეა.

"ჩვენ აღარ გავგზავნით დოლარებს რუსეთში, რათა დავეხმაროთ მათ უდანაშაულო ადამიანების მოკვლაში", - თქვა მურკოვსკიმ პრესკონფერენციაზე. "ეს კანონპროექტი ამას გააკეთებს."

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად, თუ რა გავლენას მოახდენს ამერიკელი მომხმარებლებისთვის ბენზინის ფასების ზრდა, მანჩინმა თქვა, რომ სიამოვნებით გადაიხდის 10 ცენტს მეტს ერთ გალონზე უკრაინელების დასახმარებლად. "ეს ომია", - დასძინა მან.

კანონპროექტი ასევე მოითხოვს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, რადგან რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საფრთხეს უქმნის აშშ-ის უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას და ეკონომიკას.

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, აშშ-ში რუსული ნავთობის, ნავთობპროდუქტების, თხევადი ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტი აიკრძალება.
გამონაკლისი შეეხება იმ საქონელს, რომელიც კანონის ძალაში შესვლის დროისთვის, უკვე გზაშია ან იტვირთება.

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემის განცხადებით, რომელიც კანონპროექტის კიდევ ერთი თანასპონსორია, თუ სხვა ქვეყნებიც აკრძალავენ რუსული ნავთობის იმპორტი, ეს იქნება დამანგრეველი დარტყმა პუტინისთვის.

"იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში მსოფლიო მიჰყვება ჩვენს მაგალითს", - თქვა მან.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge