png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაინტერესებს, რა უთხრეს ჩვენს პრეზიდენტს ჩვენმა პარტნიორებმა - ხატია დეკანოიძე

  • პოლიტიკა
  • 04.03.2022
  • 13:31
მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაინტერესებს, რა უთხრეს ჩვენს პრეზიდენტს ჩვენმა პარტნიორებმა - ხატია დეკანოიძე

ჩემი წარმოდგენით, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში დაჩქარებული წესით წევრობის განაცხადი, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. მისი თქმით, მას, როგორც საქართველოს მოქალაქეს, აინტერესებს, რა უთხრა პრეზიდენტს პარტნიორებმა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს განაცხადი დაკმაყოფილდეს. ასევე, სალომე ზურაბიშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში გახლდათ ბრიუსელში, შეხვდა ემანუელ მაკრონს, ესაუბრა ბლინკენს. ამ სიტუაციაში, როდესაც ყველა ვამაყობთ და ვსაუბრობთ იმაზე, რომ განაცხადი შევიტანეთ და ამ დროს პრეზიდენტი ბრუნდება ბრიუსელიდან, საფრანგეთიდან, მიკვირს, რატომ შეიძლება გადაითარგმნოს მისი გამოსვლა როგორც ანგარიში. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაინტერესებს, რა უთხრეს ჩვენს პრეზიდენტს ჩვენმა პარტნიორებმა. არ ვდაობ არც პროცედურულ საკითხებზე, არც პოლიტიკურად, ერთხელ ერთიანი პოზიცია გქონდეთ. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გვინდა შესვლა და ამ დროს პოლიტიკური კულტურაც კი არ გვაქვს ერთმანეთთან მოლაპარაკების, თანხმობის და შემდეგ საქართველოს პრეზიდენტზე ვამბობთ, რომ ახლა არ არის ამის დრო და ერთი კვირის შემდეგ მოვიყვანოთ.

ამასთან, უკრაინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი სალომე ზურაბიშვილს უხდის მადლობას. შეიძლება მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრათ. მოვუსმინოთ პრეზიდენტს, გვქონდეს სახელმწიფო პოზიცია და ეს არ გადაიტანოთ ძალის დემონსტრირებაში. თუ ვთანხმდებით, რომ აქ, ახლა უმნიშვნელოვანესი, ძალიან მძიმე ვითარებაა და ჩვენ გვაქვს დიდი გზა გასავლელი, რატომ არ გვინდა მოვუსმინოთ საქართველოს პრეზიდენტს. ბატონო მამუკა (მდინარაძე), პლენარულ სხდომაზე მოგვმართავდით, თანხმობა არ შეგიძლიათო", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge