მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი უკრაინას 3 მლნ დოლარით დაეხმარებიან
- მსოფლიო
- 04.03.2022
- 14:00
ამერიკელი მსახიობი მილა კუნისი და მისი ქმარი მსახიობი ეშტონ კატჩერი უკრაინას დახმარების მიზნით 3 მლნ დოლარს შესწირავენ. ამის შესახებ წყვილმა ვიდომიმართვაში განაცხადეს. „დღეს, როგორც არასდროს, ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ“, - განაცხადა მილა კუნისმა.
ამის გარდა წყვილი აპირებს დამატებით შეაგროვოს თანხა უკრაინისთვის გასადაცემად. საუბარია 30 მლნ დოლარზე.
GoFundMe-ს მეშვეობით შეგროვებული თანხა ჰუმანიტრაულ დახმარებას გაუწევს ლტოლვილებს. ფონდი დაეხმარება Flexport.org-სა და Airbnb.org-ს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ადგილზე და დახმარებას უწევენ, მათ, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200