png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

#წერექართულად პროექტის ფარგლებში ფონტების ინჟინერიის შემსწავლელი კურსები დაიწყო

  • ეკონომიკა
  • 17.02.2016
  • 11:31
#წერექართულად პროექტის ფარგლებში ფონტების ინჟინერიის შემსწავლელი კურსები დაიწყო

თიბისი ბანკის პროექტის, #წერექართულად ფარგლებში დაინტერესებული პირები კომპიუტერისა და ელექტრონული მოწყობილობებისთვის ფონტების შექმნას შეისწავლიან.

პროექტს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ლაბორატორია, „ჯეოლაბი“ და თიბისი ბანკი,  კომპანია Monotype Imaging-ის მხარდაჭერით ახორციელებენ და მისი მიზანია ქართველი დიზაინერების ფონტების გაციფრულებაში მომზადება.

ფონტების ინჟინერიის შემსწავლელი კურსები რვა ლექციისაგან შედგება.  2 თვის განმავლობაში, დაინტერესებული პირები  შრიფტის აგებისა და მისი ტექნიკური დამუშავების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მიიღებენ.  მასტერკლასებს მსოფლიოში წამყვანი კომპანიის Monotype-ის ფონტების ინჟინრები იან კარვატი, ფილიპ ბლეზეკი და ამავე კომპანიის ქართველი კონსულტანტ-დიზაინერი აკაკი რაზმაძე ჩაატარებენ.

 მასტერკლასების დასრულების შემდეგ, კურსის მონაწილეები  #წერექართულად  პროექტის ფარგლებში დაგეგმილ კონკურსში გამარჯვებული შრიფტებისათვის ფონტებს შექმნიან.  ასევე მათ მიერ გაკეთებული ფონტები კულტურული მემკვიდრეობის გაციფრულების პროექტში იქნება გამოყენებული.

 ფონტების ინჟინერიის კურსებზე დარეგისტრირება  ნებისმიერ  დაინტერესებულ პირს შეეძლო,  400-მდე შემოსული აპლიკაციის შედეგად 25 საუკეთესო  აპლიკანტი შეირჩა. ისინი ფონტების ინჟინერიის შემსწავლელი კურსების ფარგლებში, ახალ უნარებს დაეუფლებიან.

Monotype Imaging  ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის სახელსაც უკავშირდება ისეთი ფონტები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ. მაგალითად, Helvetica, Times New Roman და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge