png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს ვოზნესენსკში, ხარკოვში, ახტირკაში, მარიუპოლი ნაწილობრივ მტრის ალყაშია - არესტოვიჩი

  • მსოფლიო
  • 04.03.2022
  • 16:45
უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს ვოზნესენსკში, ხარკოვში, ახტირკაში, მარიუპოლი ნაწილობრივ მტრის ალყაშია - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა წინ წაიწიეს ზაპოროჟიეს ოლქში ენერგოდარში, თუმცა საერთო ჯამში უკრაინის არმია აკონტროლებს სიტუაციას.  

„სიტუაცია კონტროლს ექვედებარება. მოწინააღმდეგემ გუშინ, 3 მარტს რეზერვის შევსების შემდეგ ზოგიერთი მიმართულებით წინ წაიწია.

მან მცირე წარმატებას მიაღწია ქალაქ ენერგოდარში, ნაწილობრივ კონტროლი დაამყარა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. წინ წაიწია ქალაქ ვოზნესენსკთან  - ნიკოლაევიდან კრივოი როგის მიმართულებით. ჩვენმა ძალებმა შეაჩერეს. ახლა მიმდინარეობს ბრძოლები. მოწინააღმდეგის მცდელობა წინ წასულიყო ნიკოლაევის მიმართულებით, ჩაშლილია“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

ამჟამად ყველაზე ცხელი წერტილია კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით, იქ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. არესტოვიჩის თქმით, სახმელეთო დანაყოფები, ავიაცია და არტილერია მოწინააღმდეგეს აჩერებენ. ქალაქები ხარკოვი, ახტირკა დიდი დარტყმების ქვეშაა, მაგრამ თავდაცვის ძალები მედგარ წინააღმდეგობას უწევენ.

არესტოვიჩის თქმით, ახტირკისა და ხარკოვის გმირულმა თავდაცვამ მტერი შეაჩერა.

ჩერნიგოვმა გაუძლო ავიადარტყმებს, მტერი ამ მიმართულებით არ გადაადგილდება.

მარიუპოლი ნაწილობრივ მტრის ალყაშია. მაგრამ ვითრება კონტროლირებადია.  ქალაქში მყოფი უკრაინული ძალები მტრის მიერ ქალაქის სრულ ალყაში მოქცევის მცდელობას იგერიებენ. იქ ჰუმანიტარული მდგომარეობა მძიმეა. ოდესას უშუალო საფრთხე არ ემუქრება. „მოწინააღმდეგის ხომალდების  მხრიდან ცეცხლის გახსნის არაერთი მცელობა ჩვენმა არტილერიამ ჩაახშო“, - განაცხადა არესტოვიჩმა.

„გუშინ ჩვენ რამდენიმე მძალვრი დარტყმა მივაყენეთ მოწინააღმდეგეს, ამ დარტყმებმა გააჩერა მათი გადაადგილება სხვა მიმართულებით. ვფიქრობ, ჩვენ გვექნება ფრთხილი ოპტიმიზმი მტრის შემდგომი შეტევის პერსპექტივასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.  

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge