primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

„ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის და 7 ახალ მიმართულებას ამატებს

  • ეკონომიკა
  • 17.02.2016
  • 11:45
  „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის  და 7 ახალ მიმართულებას ამატებს

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის  და შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს - ამის შესახებ სასტუმრო „ჰოლიდეინში“ ავიაკომპანია „ვიზეარის“ წარმომადგენლებმა პრეზენტაციას გამართეს, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „საქართველოს  აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე, ასევე დიპლომატიური კორპუსის, ტურისტული და საავიაციო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ავიაკომპანია „ვიზეარი“ ავიარეისებს განახორციელებს ბერლინში, მიუნხენში, ლარნაკაში, სოფიაში, მილანსა და დორტმუნდში კვირაში ორჯერ, ხოლო კვირაში სამჯერ - სალონიკში. შესაბამისად, ავიაკომპანია ავიარეისებს შეასრულებს საქართველოდან 11 მიმართულებით ევროპის რვა ქვეყანაში. ბილეთის ფასი 24.99 ევროდან დაიწყება.

ბაზირების და მიმართულებების დამატების შესახებ განცხადება გააკეთეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ და ავიაკომპანიის კომუნიკაციების დირექტორმა   დაგ ოლივიერმა.

ავიაკომპანია „ვიზეარის“ ახალი მიმართულებები საქართველოდან:

 

მიმართულება

დღე

დაწყების თარიღი

მინიმალური ფასები*

ქუთაისი - ბერლინი

ორშაბათი, პარასკევი

23 სექტემბერი 2016

EUR 39.99

ქუთაისი - მიუნხენი (მენინგემი)

ორშაბათი, პარასკევი

23 სექტემბერი 2016

EUR 39.99

ქუთაისი - მილანი

ოთხშაბათი, კვირა

25 სექტემბერი 2016

EUR 39.99

ქუთაისი - დორტმუნდი

ოთხშაბათი, კვირა

25 სექტემბერი 2016

EUR 39.99

ქუთაისი - სალონიკი

სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი

24 სექტემბერი 2016

EUR 29.99

ქუთაისი - ლარნაკა

სამშაბათი, შაბათი

24 სექტემბერი 2016

EUR 24.99

ქუთაისი - სოფია

სამშაბათი, შაბათი

24 სექტემბერი 2016

EUR 29.99

 როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა   მიესალმება ევროპის ყველაზე დიდი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ის გადაწყვეტილებას, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გახსნას რეგიონში პირველი ბაზა. „ეს გადაწყვეტილება ჩვენი ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. სწორი სტრატეგიითა და მარკეტინგული აქტივობებით ყოველწლიურად იზრდება საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რიცხვი. საგულისხმოა, რომ ქუთაისის აეროპორტის მგზავრთანადის ნახევარზე მეტი არის ტურისტი, რაც ცხადყოფს ამ აეროპორტის მნიშვნელოვან ტურისტულ პოტენციალს“ - აღნიშნა მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზა ავიაკომპანიისთვის წარმატებული იქნება. „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ Wizz Air-ის პოლიტიკის მიხედვით, ბაზირებული საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი უნდა იყოს დაკომპლექტებული ადგილობრივი კადრებით, ხოლო ქუთაისის აეროპორტის ბაზირება კიდევ შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს უშუალოდ აეროპორტში და დამხმარე ინდუსტრიებში“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, არამხოლოდ კულტურისა და ტურიზმის, არამედ ბიზნესისა და წარმოების დარგშიც. Wizz Air-ის მიაჩნია, რომ თვითმფრინავის ბაზირება და ადგილობრივი კადრების დასაქმება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც საქართველოს, ასევე Wizz Air-ის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ გვესმის ხელმისაწვდომი ფრენების აუცილებლობა, რაოდენ მნიშვნელოვანია ის რეგიონის ეკონომიური კეთილდღეობისთვის, რაც გახლდათ ავიაკომპანიის ბაზირების თანმდევი ეფექტი. ქუთაისში ახალი ბაზის გახსნა და ახალი ავიარეისების დამატება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ“ - აღნიშნა ავიაკომპანია Wizz Air-ის

კომუნიკაციების დირექტორმა   დაგ ოლივიერმა.

 

უნგრული ავაიაკომპანია „ვიზეარი“ 2012 წლიდან ასრულებს ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომანიის ფლოტი მოიცავს ეარბას A320 და A321 ტიპის 65 საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია ამჟამად წარმოდგენილია 23 აეროპორტში და ასრულებს ფრენებს 400 მიმართულებით, რითაც აკავშირებს 38 ქვეყნის 188 აეროპორტს.

2015 წელს ავიაკომპანია „ვიზეარმა“ გადაიყვანა 19,2 მილიონი მგზავრი. კომპანიის პერსონალი 2,600 მაღალკავიფიციურ კადრს მოიცავს. ამავე წელს „ვიზეარი“ მიღწეული წარმატებისთვის მსოფლიოს ტრანსპორტის ჟურნალის მიერ მოწინავე ავიაკომპანიად აღიარეს.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ფლობს და ოპერირებას უწევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად განახლდა 2012 წელს და წარმოადგენს პირველ საერთაშორისო აეროპორტს რეგიონში, რომელიც ორიენტირებულია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge