png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მარიუპოლს ანადგურებენ, უმოწყალოდ ბომბავენ, გთხოვთ, დაგვეხმარეთ, გაიხსნას დერეფანი ევაკუაციისათვის - ქალაქის მერი

  • მსოფლიო
  • 04.03.2022
  • 20:50
მარიუპოლს ანადგურებენ, უმოწყალოდ ბომბავენ, გთხოვთ, დაგვეხმარეთ, გაიხსნას დერეფანი ევაკუაციისათვის - ქალაქის მერი

რუსეთის საოკუპაციო ძალები მეხუთე დღეა უმოწყალოდ ბომბავს მარიუპოლს. ანადგურებენ მის ინფრასტრუქტურას - ქალაქში არ არის გათბობა, წყალი, ელეტქროენერგია.

საავადმყოფოებში არიან დაჭრილები, მაგრამ საავადამყოფოებსაც ბომბავენ. ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ უკრაინის ტელეარხების ეთერში განაცხადა.  

„მარიუპოლი მეხუთე დღეა უმოწყალო დაბომბვის ქვეშ არის. ჩვენ გვანადგურებენ „გრადებით“ ჰაუბიცებით, ავიაციით. ცეცხლი ერთი წუთითაც კი არ წყდება. სტაბილიზაციაზე საუბარი შეუძლებელია“, - თქვა ბოიჩენკომ.

მისი თქმით, ექიმები ყოველ დღე იბრძვიან მარიუპოლელების გადასარჩენად. ისინი საავადმყოფოებში გადავიდნენ, ოჯახებთან ერთად. მაგრამ რუსეთის არმია საავადმყოფოებსაც ბომბავს.

„მარიუპოლის ფორპოსტზე დღეს უკრაინული დროშა ფრიალებს. მაგრამ ჩვენ გვჭირდება სამხედრო დახმარება, დერეფანი, ცეცხლის შეწყვეტა, რათა მოვახდინოთ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია. გთხოვთ, გევედრებით, დაეხმარეთ მარიუპოლს“, - ამბობს ქალაქის მერი.

ბოიჩენკომ აღნიშნა, რომ 3 მარტს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებაზე ერთ-ერთი პუნქტი იყო მწვანე დერეფნის გახსნა მარიუპოლისათვის.

„ახლა ჩვენ რამდენადაც შესაძლებელია ორგანიზებას ვუკეთებთ, რათა ეს მარშრუტი გაჩნდეს. ვამზადებთ შესაბამის ევაკუაციას. მაგრამ ჯერ ცეცხლი შეწყვეტილი არ არის, ამის გაკეთება ძალიან რთულია, მოგვიწევს ძალიან დიდი სამუშაო, მაგრამ უპირველესად საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა“, - თქვა მერმა.

„არ ვიცი, უნდა თუ არა რუსეთს ეს. შესაძლოა, მას სურს მარიუპოლის მიწასთან გასწორება“, - დაამატა ბოიჩენკომ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge