png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ, ეს იქნება სიბნელეზე სინათლის გამარჯვება - ვოლოდიმირ ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 04.03.2022
  • 23:16
დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ, ეს იქნება სიბნელეზე სინათლის გამარჯვება - ვოლოდიმირ ზელენსკი

მინდა, ჩემი გამოსვლა მოგიძღვნათ თქვენ, ევროპის მოსახლეობას. მინდა, ჩუმად არ იყოთ, ქუჩაში გამოხვიდეთ, მხარი დაუჭიროთ უკრაინას, ჩვენს ძალისხმევას და ბრძოლას, რადგან თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა ვიდეომიმართვაში, რომელითაც ევროპის შვიდ ქალაქს, მათ შორის საქართველოს მიმართა.

„სამი წუთი მაქვს თქვენთან მიმართვისთვის. პირველი წუთი მინდა, მივუძღვნა იმათ, ვინც დაეცა ბრძოლაში მათი სამშობლოსთვის, ჩვენს ჯარისკაცებს, იმათ, ვინც სახანძრო-სამაშველო სამსახურში მსახურობდა, ვინც დაფრინავდა და გმირულად იბრძოდა სხვადასხვა ტერიტორიებზე, სხვადასხვა რაიონებში, იცავდა ქვეყანას და სიცოცხლეც შესწირეს ამ ბრძოლას. მოდით, მოვიგონოთ მათი სულები მშვიდობით განისვენებდნენ.

მეორე წუთი სიჩუმის მინდა, მივუძღვნა ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის სამოქალაქო მოსახლეობა, მოზრდილები, ბავშვები, ათობით, ასობით, რომლებიც დაიღუპნენ ისე, რომ არც მოელოდნენ ამას და საკუთარი ცხოვრება შესწირეს საკუთარ ქვეყანას. მოდით, სიჩუმით მოვიგონოთ ისინი. მინდა, ასევე ეს ჩემი გამოსვლა მოგიძღვნათ თქვენ, ევროპის მოსახლეობას, მინდა, ჩუმად არ იყოთ, ქუჩაში გამოხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ უკრაინას, ჩვენს ძალისხმევას და ჩვენს ბრძოლას, რადგან თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა, თუ ჩვენ დავეცემით თქვენ დაეცემით, თუ შეიძლება არ იყოთ გაჩუმებულები, თვალი არ დახუჭოთ ამაზე, გამოდით და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, რაც შეიძლება ძლიერად.

თუ ჩვენ გავიმარჯვებთ და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ, ეს იქნება გამარჯვება მთელი დემოკრატიული სამყაროსი, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება სიბნელეზე სინათლის გამარჯვება, თავისუფლების მონობაზე და ჩვენ თუ გავიმარჯვებთ, ისეთივე აყვავებული ვიქნებით, როგორც ევროპა და ევროპა კიდევ უფრო აყვავდება ამ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, დიდება უკრაინას. ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, ლიონი, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი, ყველა დღეს უკრაინელები ხართ, მადლობა ამისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge