png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

განა, ასეთი ნატო გვინდოდა? დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვებს - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 05.03.2022
  • 06:27
განა, ასეთი ნატო გვინდოდა? დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა ნატო-ს გადაწყვეტილება, არ გამოცხადოს უკრაინის ცა არასაფრენ ზონად.

მისი თქმით, დღევანდელი ნატოს სამიტი იყო სუსტი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლას ყველა არ თვლის ნომერ პირველ მიზანად.

"ცხრა დღეა, ჩვენ ვხედავთ მძიმე ომს , ანგრევენ ჩვენს ქალაქებს, ბომბავენ ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს, საცხოვრებელ ადგილებს, ეკლესიებს, სკოლებს, ანგრევენ ყველაფერს, რაც უზრუნველყოფს ნორმალურ ცხოვრებას, ადამიანურ ცხოვრებას და უნდათ ასე გააგრძელონ. იცოდა რა, რომ ახალი დარტყმები და მსხვერპლი გარდაუვალია, ნატომ მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება, არ დაეხურა ცა უკრაინის თავზე“, - თქვა ზელენკიმ ვიდეომიმართვაში და აღნიშნა, რომ ნატის ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, თითქოს უკრაინის თავზე ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას ნატო-ს წინააღმდეგ.

„ეს არის სუსტი, შინაგანად დაუცველი ადამიანების თვითჰიპნოზი, თუმცა ისინი ჩვენზე მრავალჯერ ძლიერ იარაღს ფლობენ. ადამიანებზე, ადამიანობაზე უნდა გეფიქრათ. და რაზე ფიქრობდით იმ შეხვედრაზე? ყველა ადამიანი, ვინც ამ დღიდან დაიღუპება, მოკვდება თქვენს გამოც, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი განხეთქილების გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

"ალიანსმა დღეს რაც შეძლო, 50 ტონა დიზელის საწვავი უკრაინისთვის შესყიდვა იყო. როგორც ჩანს იმისთვის, რომ დავწვათ ბუდაპეშტის მემორანდუმი. უკეთ რომ დაიწვას. მაგრამ ჩვენთვის ის უკვე დაიწვა რუსული ჯარების ცეცხლში. განა, ასეთი ნატო გვინდოდა? ეს არის ალიანსი, რომელიც თქვენ ააშენეთ? დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების შემდგომი დაბომბვებს, უარი თქვა რა არასაფრენი ზონის შემოღებაზე“, — განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენკიმ თქვა, რომ არ იცის, შეუძლია კი ნატოს ალიანსის წევრები დაიცვას.

„ლიტრობით საწვავით ვერ გამოისწყიდით ჩვენს სისხლს, დაღვრილს ჩვენი საერთო ევროპისთვის, ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის“, — განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ უკრაინა ბრძოლას აგრძელებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას“, — თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge