png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

რუსი ოკუპანტები ცდილობენ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლას და სახმელეთო დერეფნის შექმნას ოკუპირებულ ყირიმთან - უკრაინის გენშტაბი

  • მსოფლიო
  • 05.03.2022
  • 10:17
რუსი ოკუპანტები ცდილობენ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლას და სახმელეთო დერეფნის შექმნას ოკუპირებულ ყირიმთან - უკრაინის გენშტაბი

რუსი ოკუპანტები ცდილობენ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლას და შემდგომ სახმელეთო დერეფნის შექმნას ოკუპირებულ ყირიმთან, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.

„დასრულდა რუსეთის სამხედრო შემოჭრასთან უკრაინელი ხალხის გმრული ბძოლის მეცხრე დღე. მოწინააღმდე აგრძელებს შემტევით ოპერაციას უკრაინის წინააღმდეგ ავიაციისა და მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით. ოკუპანტებმა ძირითადი ძალისხმევა მიმართეს კიევისა და ხარკოვის ალყაში მოქცევისკენ. ამის გარდა, მტერი ცდილობს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებში შესვლას და შემდგომ სახმელეთო დერეფნის შექმნას ოკუპირებულ ყირიმთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე აღნიშნულია, რომ მოწინააღმდეგემ დაიწყო საინჟინრო სამუშაოები ბოროდიანკის რაიონში, სავარაუდოდ, კიევის მიმართულებით წინსვლის მიზნით. საოკუპაციო ქვედანაყოფები უკრიანულმა ძალებმა გააჩერეს შიბენესა და კატიუჟანკის რაიონებში. დიმერის რაიონში ოკუპანტი აგრძელებს თავდაცვითი ტერიტორიის შექმანს.  

 „დონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგე აქტიურად იყენებს მობილიზაციურ რესურსს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების მოწინავე ქვედანაყოფებს, რომლებიც მოქმედებენ ხარკოვისა და მარიუპოლის მიმართულებით.

ოკუპანტები ცდილობენ იპოვონ მარიუპოლის თავდაცვის სუტსი ადგილები. რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე გაერთიანებული არმიის მტრის ქვედანაყოფები ცდილობენ, განაგრონ შეტევა ზაპოროჟიეს მიმართულებით,  რუსეთის შეიარაღებული ძალების დასავლეთ სამხედრო ოლქის მე-20 გაერთიანებული არმიის ნაწილები კი ცდილობოპნ ხარკობის გვერდის ავლას და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებას“, - განაცხადეს გენშტაბში.

გარდა ამისა, შავ ზღვაში, ოდესა-ზატოკას რეგიონში დესანტის გადასხმის მოსამზადებლად საჩვენებელი ოპერაციების დასრულების შემდეგ, ამინდის პირობების გაუარესების გამო, დამპყრობელმა გაიყვანა ხომალდების ჯგუფი და სადესანტო გემები ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთით.

„კიევის თავდაცვითი დაჯგუფება განაგრძობს მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიებას, მისი შემტევი ჯფუფების დამარცხებას და გარკვეული ხაზების შენარჩუნებას. ბელარუსის საზვარზე, ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 38-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადა კვლავ განლაგებულია. თუმცა სამხედროების დიდი ნაწილის მხრიდან ბრძანებების შესრულებაზე უარის ტქმი გამო, გრძელდება მუშაობა  პირადი შეადგენლობის დასარწმუნებლად შეასრულონ ამოცანები უკრაინის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge