Zara რუსეთში გაყიდვებს აჩერებს
- მსოფლიო
- 05.03.2022
- 16:23
ესპანური რიტეილერი Inditex-ი, რომელიც ფლობს ბრენდებს Zara-ს, Bershka-ს,Massimo Dutti-ს, Oysho-ს, Pull & Bear-ს და Stradivarius-ს, უკრაინაში აგრესიის გამო რუსეთში გაყიდვებს აჩერებს.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
„არსებული გარემოებების გათვალისწინებით, Inditex-ი რუსეთის ფედერაციაში წყვეტს საქმიანობას“, - ნათქვამია კომპანიის ჰანცხადებაში.
დაიხურება 502 მაღაზია და შეწყდება ონლაინ-გაყიდვები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200