png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად რესურსი თითქმის აღარ დარჩა - Bellingcat

  • მსოფლიო
  • 05.03.2022
  • 23:31
რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად რესურსი თითქმის აღარ დარჩა - Bellingcat

ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტი, ინტერნეტ-პორტალ Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი აცხადებს, რომ რუსეთის არმიას თითქმის აღარ დარჩა რესურსები უკრაინაში ომის გასაგრძელებლად. ამის შესახებ მან „უკრაინა 24“-ის ეთერში ისაუბრა. „რუსეთის არმიის მოქმედებებიდან და შეტევის შენელებიდან გამომდინარე, ასევე წყაროების ინფორმაციით, შესაძლებელია ითქვას, რომ მათ რეზერვები თუ ჯერ არ ამოწურვიათ, კვირისთვის მაინც ამოეწურებათ“, - განმარტა მან.

გროზევის აზრით, რუსეთის არმიამ საცხოვრებელი სახლების მეთოდური დაბომბვა იმის გამო დაიწყო, რომ უკრაინა პირველივე რამდენიმე დღეში არ დანებდა.

„საწყისი სტარტეგია იყო, ბლიცკრიგი: კიევისა და სხვა ქალაქების აღება მაქსიმუმ პირველივე ორ-სამ დღეში. და ეს, როგორც ჩანს, კრემლის  დაპირება იყო... ახლა ჩვენ ვხედავთ, იმის გამო, რომ არ გამოვიდა ბლიცკრიგი მინიმალური დანაკარგებით, მათ გადაწყვიტეს, რომ მათთვის რეპუტაციული ფასი მნიშვნელოვანი არ არის“, - აღნიშნა გროზევმა.

გროზევის თქმით, რუსეთის აგრესიის დროს სამხედრო დანაშაულებისა და ადამიანის უფლებების დარღვევების მტკიცებულებების პირველად მასალებს Bellingcat-ი 16 მარტს, აშშ-ის კონგრესს წარუდგენს.

Bellingcat-ის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მომავალ კვირას რუსეთის ხელისუფლებისა და პირადად პუტინის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდება, „ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს გვინახავს“, - თქვა მან.

გარდა ამისა, მისი მონაცემებით, 30-პროცენტიანი ალბათობით, ნატო-მ, შესაძლოა, უკრაინის ცა დახუროს. „არსებობს რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ნაწილის ნება. ახლა ისინი ამ საკითხზე მუშაობენ“, - განაცხადა გროზევმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge