ზელენსკიმ ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას უსაფრთხოებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხები განიხილა
- მსოფლიო
- 06.03.2022
- 11:17
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას უსაფრთხოებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხები განიხილა. ამის ესახებ ზელენსკი Twitter-ზე წერს.
„მუდმივის დიალოგის ფარგლებში ვესაუბრე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. საუბრის თემა იყო უსაფრთხების, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხები“, - წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, მანამდე ბაიდენმა რუსეთის მოქალაქეებს მიმართა. „არ მჯერა, რომ გსურთ სისხლისმღვრელი, დამანგრეველი ომი უკრაინსი წინააღმდეგ - ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, რომელთანაც გაქვთ ღრმა ნათესაური, ისტორიული და კულტურული კავშირები“, - დაწერა ამერიკის ლდერმა Twitter-ზე.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200