უკრაინაში ოკუპანტების ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგი 11 ათასს აღემატება
- მსოფლიო
- 06.03.2022
- 12:35
უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 6 მარტამდე პერიოდში რუსეთის სოაკუოპაციო ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგი 11 ათასს აღემატება. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
გარდა ამისა, მტერმა დაკარგა 285 ტანკი; 985 საბრძოლო ჯავშანმანქანა; 109 საარტილერიო სისტემა, 50 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა; 21 საჰაერო თავდაცვის საშუალება; 44 თვითმფრინავი; 48 ვერტმფრენი; 447 ერთეული საავტომობილო ტექნიკა; ორი მსუბუქი ჩქაროსნული კატერი; 60 საწვავის ავზი; 4 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი;
მონაცემები ზუსტდება, რადგან სტატისკის წარმოებას ხელს უშლის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200