primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე

  • პოლიტიკა
  • 06.03.2022
  • 22:16
უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე

უკრაინა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებაზე რუსეთთან, რომელიც მას დამატებით რესურსებს მისცემს უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი ომის გასაგრძელებლად. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებაშია ნათქვამი.

„კატეგრიულად მიუღებლად მიგვაჩნია სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება რუსეთთან, რომლის შეიარაღებული ძალებიც სარაკეტო დარტყმებს აყენებს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს. მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, საჯაროდ გაემიჯნოს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებებს, რომლის მთავრობაც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და სჩადის სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოება, რუსეთს აძლევს დამატებით რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი ომის გასაგრძელებლად, მიღებული შემოსავალი კი გაჟღენთილი იქნება უკრაინელების სისხლით.

„2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გამო ქართველ ხალხისთვის კარგად არის ნაცნობი ომის საშინელებები, რომელსაც ახლა უკრაინელები გადიან.

საქართველოს ხელისუფლებამ დაივიწყა ეს და ახლა ცდილობს გამოიყენოს მომენტი თავისი ინტერესებისათვის“, - განაცხადა ნიკოლენკომ.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა 15 ქართულ კომპანიას საშუალება მისცა, რუსეთში რძე და რძის პროდუქტები შეიტანოს.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით კი, რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
  • 13:50
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge