American Express-ი რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას წყვეტს
- მსოფლიო
- 06.03.2022
- 23:03
კორპორაცია American Express-მა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთსა და ბელარუსში ყველა ოპერაციას შეწყვიტა. იუწყება Sky News.
კომპანიამ განაცხადა, რომ მთელ მსფლიოში გამოშვებული American Express-ის ბარათები რუსეთში აღარ იმუშავებს. ასევე არ იმუშავებს რუსეთში რუსული ბანკების მიერ გამოშვებული ბართები ქვეყნის ფარგლებს გარეთ American Express-ის გლობალურ ქსელში.
კომპანიამ განაცხადა, რომ ასევე ყველა ბიზნესოპერაციას წყვეტს ბელარუსში. „ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი ღირებულებაა, გავაკეთოთ ის, რაც სწორია,“ - ნათქვამია განცხადებაში.
„ამ პრინციპით ვხელმძღვანელობდით ამ კრიზისის განმავლობაში და იგივეს გავაგრძელებთ, რადგანაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს კოლეგებს, კლიენტებსა და საერთაშორისო საზოგადოებას ამ კრიზისის მშვდობიანად დასრულების იმედით“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთში საქმიანობა ასევე შეწყვიტეს Visa-მ და Mastercard-მა.