რუსეთმა უკრაინაში უკვე შეიყვანა, ინტერვენციამდე საზღვართან მობილიზებული ჯარის 95 პროცენტი - პენტაგონი
- მსოფლიო
- 07.03.2022
- 10:06
რუსეთმა უკრაინაში უკვე შეიყვანა ჯარის 95 პროცენტი, რომელიც ქვეყნაში ინტერვენციამდე საზღვართან ჰყავდა მობილიზებული. ამის შესახებ Washington Examiner-ს პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განუცხადა.
„170 ათასამდე სამხედრო მოსამსახურიდან, დაახლოებით 95 პროცენტი უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავისი ძალების შეყვანას აგრძელებს, ჯერ კიდევ 4 მარტს, პენტაგონი აცხადებდა, რომ რუსეთს უკრაინაში საზღვართან მობილიზებული ჯარის 92 პროცენტი ჰყავდა შეყვანილი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 6 მარტის მონაცემებით, მტრის პირადი შემადგენლობის დანაკარგი 11 ათასს აჭარბებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200