png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი კანდელაკი: ქუთაისის აეროპორტი ბევრად უფრო დიდი მასშტაბით უნდა მუშაობდეს

  • პოლიტიკა
  • 17.02.2016
  • 14:38
გიორგი კანდელაკი: ქუთაისის აეროპორტი ბევრად უფრო დიდი მასშტაბით უნდა მუშაობდეს

ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანია „ვიზეარის" მიერ რამდენიმე ახალი რეისის გახსნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრი გიორგი კანდელაკმა სპეციალური განცხადება გაავრცელა:

„როგორც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ჰაბის ქუთაისში ამუშავების იდეის ერთ-ერთმა ავტორმა და ხორცშესხმის ლობისტმა მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო შემდეგი: ცხადია, ახალი რამდენიმე მარშუტის გახსნა მისასალმებელია. მაგრამ მთავრობა - და პირადად ივანიშვილი - ამ პროექტის ლანძღვით რომ არ დაკავებულიყო და იგი გაეგრძელებინა დღეს ქუთაისის აეროპორტში უნდა ყოფილიყო ბევრად მეტი რეისი; მგზავრთა ნაკადი უკვე ასული უნდა იყოს დაახლოებით ორ მილიონზე (სხვათა შორის შარშან შემცირდა ნაკადი), 2013 წლის მაისიდან უნდა შემოსულიყო მსოფლიოს მგზავრთა რაოდენობით ყველაზე დიდი ავიაკომპანია „რაეინეარი," ამ სიკეთით უნდა ესარგებლა ბევრად მეტ ადამიანს და საქართველოს ეკონომიკაში უნდა შემოსულიყო ასეულ მილიონობით დოლარი. ეს პროექტი დაიწყო 2011 წელს და გაიხსნა 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. რომ არ დამთავრებულიყო მშენებლობა, კაცმა არ იცის გაიხსნებოდა თუ არა.

ვინ არის პასუხისმგებელი დაკარგულ წლებზე, შემოსავალზე და სამუშაო ადგილებზე? პასუხი ცხადია. დარწმუნებული ვარ, ახალი მთავრობა, რომელიც ქვეყანას წლევანდელი არჩევნების შემდეგ ჩაიბარებს, ქუთაისის აეროპორტსაც (რომელიც მიხეილ სააკაშვილის და ჩვენი მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მემკვიდრეობად დარჩება) სრული მასშტაბით აამუშავებს და ქვეყნის წინაშე მდგარ ბევრ მნიშვნელოვან პრობლემასაც წარმატებით გადაჭრის", - განაცხადა კანდელაკმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge