png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გაეროს მართლმსაჯულების სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო

  • სამართალი
  • 07.03.2022
  • 16:34
გაეროს მართლმსაჯულების სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა დაიწყო

7 მარტს, ჰააგაში, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) დაიწყო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის განხილვა.

საქმე ეხება რუსეთის მიერ "გენოციდის" ცნების დამახინჯებას და მის გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" დაიწყო, დონბასში შეურაცხყოფისა და გენოციდის მსხვერპლი ადამიანების დასაცავად.

უკრაინის სარჩელში ნათქვამია, რომ გენოციდის ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს და არავითარ შემთხვევაში არ იძლევა შეჭრის სამართლებრივ დასაბუთებას.

გასულ კვირას გენოციდის მკვლევართა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ პუტინი "არასწორად ითვისებს და არასწორად იყენებს ტერმინ "გენოციდს".

"აბსოლუტურად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინაში გენოციდი ხდება", - განუცხადა როიტერს ასოციაციის პრეზიდენტმა მელანი ო'ბრაიენმა.

უკრაინა ასევე სთხოვს სასამართლოს მიიღოს საგანგებო გადაწყვეტილება [დროებითი ზომა], რათა შეწყდეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რასაც ის [კრემლი] ამართლებს "გენოციდის" ცნების არასწორი ინტერპრეტაციით.

7 მარტს სასამართლო უკრაინის მხარის არგუმენტებს, ხოლო 8 მარტს კი სასამართლო რუსეთის საპასუხო არგუმენტებს მოისმენს. დღევანდელ ზეპირ მოსმენაზე რუსეთის მხარე არ გამოცხადდა.

გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულო ხასიათისაა და როგორც წესი, ქვეყნები მას ასრულებენ, თუმცა უცნობია, საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფაში არაერთგზის მხილებული რუსეთი როგორ მოიქცევა. ამასთან, სასამართლოს თავისი გადაწყვეტილებების აღსრულების პირდაპირი მექანიზმები არ გააჩნია.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს აქვს უფლება მიიღოს გადაუდებელი "დროებითი ზომები" რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილოს სიტუაციის გაუარესება, სანამ ის განიხილავს საქმეს არსებითად ან გადაწყვეტს, აქვს თუ არა იურისდიქცია ამ საკითხზე.

მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) ამ საქმის განხილვის პარალელურად, გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) დაიწყო გამოძიება უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge