png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არავის მივცემთ საშუალებას, რომ საქართველო იქნას ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში - შალვა პაპუაშვილი

  • კომენტარები
  • 07.03.2022
  • 16:50
არავის  მივცემთ საშუალებას,  რომ საქართველო იქნას ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში - შალვა პაპუაშვილი

„იმ მანიპულაციას, რითაც ახლა თქვენ ხართ დაკავებული, აქვს ერთადერთი მიზანი - საქართველო ჩაითრიოთ შეიარაღებულ კონფლიქტში. არავის მივცემთ საშუალებას, რომ სულ ცოტა რისკიც კი გაჩნდეს, რომ საქართველო იქნას ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში. ამას გეუბნებით მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მყარად უჭერს მხარს უკრაინას და ამ მიმართულებით, საერთაშორისო ფორმატებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

შალვა პაპუაშვილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„ქალბატონო ხატია, თქვენი გამართული რუსულით მსოფლიოსთვის ნათქვამი, რომ ხელისუფლების მოცილებით ხართ დაკავებული, საუბრობს ყველაფერზე, საერთოდ რა დამოკიდებულება გაქვთ საქართველოს - თქვენი პირველი სამშობლოს მიმართ, უკრაინის - თქვენი მეორე სამშობლოს მიმართ და საერთოდ, ადამიანობის მიმართ. იმ მანიპულაციას, რითაც ახლა ხართ დაკავებული, აქვს ერთადერთი მიზანი: საქართველო ჩაითრიოთ შეიარაღებულ კონფლიქტში. ამას მოვუწოდებთ ხელისუფლება, რომ არ მივცემთ არავის იმის საშუალებას, სულ ცოტა რისკიც კი გაჩნდეს, რომ საქართველო იქნას ჩათრეული სამხედრო კონფლიქტში. ამას გეუბნებით მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, მათ შორის, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გვაქვს, რასაც ვუყურებთ. საქართველო არის აბსოლუტურად მყარი თავის პოლიტიკურ მხარდაჭერაში უკრაინის მიმართ, ჩვენ რამდენიმე დღის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვა ქვეყნებთან ერთად მივმართეთ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით, მხარი დავუჭირეთ რუსეთის გარიცხვას ევროსაბჭოდან, მხარი დავუჭირეთ გაეროს რეზოლუციას, ვიყავით ინიციატორები იმ განცხადებებისა, სადაც თქვენ მონაწილეობაც კი არ მიიღეთ, როგორც დელეგაციის წევრებმა და თქვენ ხართ დაკავებული სოციალურ ქსელში ტექსტების აკრეფით, ხალხის აჟიტირებით სხვადასხვა თემებით, ნაცვლად იმისა, რომ გამოავლინოთ ნამდვილი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge