png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

პუტინს თუ არ გავაჩერებთ, ნატო-ს ქვეყნებსაც დაარტყამს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

  • მსოფლიო
  • 08.03.2022
  • 14:17
პუტინს თუ არ გავაჩერებთ, ნატო-ს ქვეყნებსაც დაარტყამს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში არ გააჩერებენ, მისი შემდეგი მსხვერპლი, შესაძლოა გახდნენ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. იუწყება Politico.

ევროკომისრის თქმით, ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდოს რუსულ საფრთხეს, მოსკოვის მიმართ ბრიუსელის მრავალწლიანი ორაზროვანი პოზიციის შემდეგ.

„ეს {ომი} უკრაინით არ დასრულდება. ცხადია, ახლა პუტინი გარკვეულ აგრესიულ სამხედრო განწყობაზეა და სამწუხაროდ, არსებობს ალბათობა, რომ ეს აგრესია სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდეს“, - განაცხადა მან.

შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის მოლდოვას, დომბროვსკისმა ბალტიის ქვეყნები დაასახელა: „ დააკვირდთ რუსეთის აგრესიული რიტორიკის ესკალაციასა და განცხადებებს, ის ადასტურებს, რომ რუსეთი ემხრობა ბელარუსის ინტერესებს ბალტიის ზღვის მიმართ და მზარდ ანტიბალტიურ რიტორიკას, უკრაინის შემთხვევაშიც ხომ ასე დაიწყო - ანტიუკრაინული რიტორიკის გაძლიერებით“, - თქვა დომბროვსკისმა.

პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღით მუქარის შესახებ საუბრისას ევოკომისარმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ბირთვულ იარაღს შანტაჟის სახით ყოველთვის გამოიყენებს და თავის აგრესიულ ქმედებებს გააგრძელებს.

„საკითხი დგას ასე, რამდენად დავექვემდებარებით ამ შანტაჟს. რადგან მისი {შანტაჟის} გამოყენება ყოველთვის ყველაფრის წინააღმდეგ შეუძლია. პუტინი გააგრძელებს თავის აგრესიულ ომებს, ის ყოველთვის გამოიყენებს ამ შანტაჟს. ეს გაკვეთლები, ადრე უნდა გვესწავლა. აგრესორის დამშვიდება არ მუშაობს  და ის ნებისმიერი საშუალებით უნდა გავაჩეროთ“, - განაცხადა ევროკომისარმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge