png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

გერმანიის პროკურატურამ უკრაინაში რუსეთის შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიება დაიწყო

  • მსოფლიო
  • 08.03.2022
  • 16:24
გერმანიის პროკურატურამ უკრაინაში რუსეთის შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიება დაიწყო

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ კარლსრუეში, დაიწყო უკრაინაში რუსეთის შესაძლო სამხედრო დანაშაულების გამოძიება.

გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა გამოცემა Passauer Neue Presse-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის უზენაესი სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა პეტერ ფრანკმა გახსნა „სტრუქტურული გამოძიება“.

სააგენტო dpa-ს ინფორმაციით, ფედერალური პროკურატურა ფლობს კონკრეტულ მონაცემებს, რომლებიც მიანიშნებს უკრაინაში სამხედრო დანაშაულებზე. გარდა ამისა, არსებობს საშიშროება, რომ ასეთი დანაშაულები კიდევ გაიზრდება.

ყოველკვირეული გამოცემა Der Spiegel-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ პროკურატურა ფლობს ინფორმაციებს კასეტური ბომბების გამოყენების, საცხოვრებელი სახლებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, გაზსადენების, ბირთვული ნარჩენების საცავებისა და თბოელექტროსადგურების დაბომბვის შესახებ.

გარდა ამისა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მტკიცებულებები ე.წ. სამიზნეების სიის შესახებ, რომლებიც სხადასხვა მოწმის თანახმად, შედგენილია უკრაინაში მყოფი რუსული ქვედანაყოფებისა და ჩეჩენთა დაჯგუფებების მიერ.

არსებული მონაცემებით, ამ სიებში შეყვანილია უკრაინელი მაღალჩინოსნები.

სრუქტურული გამოძიების პირველ ეტაპზე საუბარია დოკუმენტებისა და რაც შეიძლება მეტი მტკიცებულებების მოგროვებაზე.

აღნიშნული მასალების საფუძველზე პასუხისგებაში მიეცემიან კონკრეტული ბრალდებულები.

საერთაშორისო სისხლის სამართლის კოდექსით, გერმანიის გენერალურ პროკურორს უფლება აქვს გამოიძიოს სამხედრო დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. კარლსრეუში ანალოგიური გამოძიება მიმდინარეობს სირიის რეჟიმის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ზოგიერთი მათგანის მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge