png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

Shell-ი რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარს ამბობს და უკრაინას ბოდიშს უხდის

  • მსოფლიო
  • 08.03.2022
  • 16:54
 Shell-ი რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარს ამბობს და უკრაინას ბოდიშს უხდის

ნავთობკომპანია Shell-ი რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარს ამბობს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.

კომპანიის განცხადებით, შეწყდება რუსული ნედლი ნავთობის შეძენა და დაიხურება რუსეთში არსებული მომსახურების სადგურები და საავიაციო საწვავის წარმოება.

კომპანია ბოდიშს იხდის, გასულ კვირას განხორციელებული შესყიდვისთვის, რის გამოც ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მწვავედ გააკრიტიკა

„ეს რთული გამოწვევაა. ამ ნაწილში ენერგეტიკული სისტემის ცვლილება მოითხოვს შეთანხმებულ მოქმედებებს მთავრობის, ენერგიის მომწოდებლებისა და მომხმარებლების მხრიდან, ენერგომომარაგების სხვა ფორმაზე გადასვლა დიდხანს გაგრძელდება... ვაცნობიერებთ, რომ გასულ კვირას ჩვენი გადაწყვეტილება რუსული ნედლი ნავთობის პარტიის შეძენასთან დაკავშირებით, რომელიც ბენზინად და დიზელად უნდა გადამუშავდეს, იმის მიუხედავად,  რომ შეძენა განხორციელდა მიწოდების უსაფრთხოების გათვალისწინებით,  იყო შეცდომა და ბოდიშს ვიხდით“, - აცხადებს Shell.

5 მარტს ცნობილი გახდა, რომ სხვა კომპანიების მიერ რუსეთის ენერგორესურსებზე მასობრივი უარის მიუხედავად, ევროპის უმსხვილესმა ნავთობკომპანია Shell-მა რუსული ნავთობის უდიდესი პარტია რეკორდული ფასდაკლებით შეისყიდა, რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას მხრიდან მწვავე რეაქცი მოჰყვა.

„მითხრეს, რომ Shell-მა გუშინ ფარულად იყიდა რუსული ნავთობი. ერთი შეკითხვა მაქვს Shell-ის მიმართ: რუსულ ნავთობს თქვენთვის არ ასდის უკრაინული სისხლის სუნი? მოვუწოდებ ყველა შეგნებულ ადამიანს მთელ მსოფლიოში, მოითხოვოს ტრანსნაციონალური კომპანიისგან, გაწყვიტოს ყველანაირი საქმიანი კავშირი რუსეთთან“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge