png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 41 ბავშვი დაიღუპა

  • მსოფლიო
  • 08.03.2022
  • 18:54
უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 41 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში, რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დაღუპულია 41 და დაჭრილია 76 ბავშვი. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

„ხარკოვიდან სამართალდამცველებმა კიდევ 300 ადამიანი გამოიყვანეს. გადარჩენილთა შორის არის დედა სამ შვილთან ერთად, რომლებსაც ღამით რუსული არტილერია ბომბავდა. დაბომბვის შედეგად დაშავდა მისი ერთ-ერთი შვილი. ასევე პოლიციელებთან საუბრისას ქალმა განაცხადა, რომ მათ თვალწინ დაიღუპა მეზობლის ბავშვი. ქალაქ დერგაჩიში, ხარკოვის ოლქში რუსულმა არმიამ დაბომბა დერგაჩევის მე-3 ლიცეუმი და ქალაქის საცხოვრებელი უბნები. დაიღუპა სულ მცირე სამი და დაიჭრა 15 ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი“, - აღნიშნა დენისოვამ.

ასევე, სახალხო დამცველის თქმით, დღეს დილით დონეცკის ოლქში დაიჭრა 4 სამოქალაქო პირი, მათ შორის 14 წლის ბიჭი.

ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულებისა და დაჭრილების რაოდენობის დადგენა. ეს ქალაქები ბლოკირებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ.

დენისოვას თქმით, ოკუპანტებმა ისევ დაბომბეს ნიკოლაევის მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე მტერი აგრძელებს სკოლებისა და საბავშვო ბაღების დაბომბვას.

„ოკუპანტებმა დაბომბეს ქალაქის სამხრეთ ნაწილში ბალაბანოვკის საცხოვრებელი მიკრორაიონი. დაინგრა 60 სახლი. მტერმა უმეტესად გამოიყენა კასეტური ბომბები.

ასევე, ოკუპანტებმა ხარკოვში დაბომბეს 30 სკოლა. 27 საბავშვო ბაღი, 5 უმაღლესი სასწავლებელი და ბავშვთა პანსიონები“, - განაცხადა დენისოვამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge