primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

გაზარდეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და აღიარეთ ის ტერორისტულ სახელმწიფოდ - ზელენსკიმ ბრიტანეთის თემთა პალატას მიმართა

  • მსოფლიო
  • 08.03.2022
  • 22:40
გაზარდეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები და აღიარეთ ის ტერორისტულ სახელმწიფოდ  - ზელენსკიმ  ბრიტანეთის თემთა პალატას მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატას მიმართა. მან ბრიტანეთს  მოუწოდა რუსეთი ტერორისტ სახემწიფოდ აღიაროს, კიდევ უფრო გაამკაცროს სანქციები და დახუროს უკრაინის საჰაერო სივრცე.

 „ჩვენ არ დავნებდებით, რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით - ცივილიზაციის დახმარებით, დიდი ქვეყნების ცივილიზაციის, თქვენი მხარდაჭერით, რისთვისაც მადლიერები ვართ და რისი იმედიც გვაქვს. პირადად დიდი მადლობა თქვენ, ბორის {ჯონსონი}, ჩემო მეგობარო“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხდა, რომ 13 დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ მოკლა 50 ბავშვი და აღნიშნა, რომ უკრაინა არ ისწრაფვოდა არ ეძებდა სიდიადეს, მაგრამ დიადი  გახდა ამ ომის დღეებში.

"ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი და არ გვინდოდა ეს ომი. მაგრამ ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ ის, რაც ჩვენია - ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი უკრაინა. ისევე როგორც თქვენ არ გინდოდათ თქვენი ქვეყნის დაკარგვა, როდესაც ნაცისტები ცდილობდნენ მის დაპყრობას.

13-დღიანი ბრძოლა. პირველ დღეს, ღამის ოთხ საათზე ფრთოსანი რაკეტებით დაგვესხნენ თავს. გაიღვიძა ყველამ – ხალხმა, ბავშვებმა, მთელმა უკრაინამ და მას შემდეგ ჩვენ არ გვძინავს, ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის.

საომარი მოქმედებების 13 დღის განმავლობაში 50-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა. ამ ბავშვებს სწყუროდათ ცხოვრება, მაგრამ დამპყრობლებმა სიცოცხლე წაართვეს.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გადაარჩენს თავის ხალხს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვებრძვით მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას. ჩვენ არ დავთმობთ და არ წავაგებთ! ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვიბრძოლებთ ზღვებზე, ვიბრძოლებთ ჰაერში, დავიცავთ ჩვენს მიწას, რადაც უნდა დაგვიჯდეს. ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, სანაპიროებზე, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებში, ვიბრძოლებთ მთებში.

ბრიტანელებო, უკრაინას არ სურდა ეს ომი. ჩვენ ვებრძვით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიას. ახლა დგას ჩვენი არსებობის საკითხი. ჩვენთვის კითხვა ახლა ასე დგას: ყოფნა თუ არყოფნა? ეს შექსპირისეული კითხვაა. შემიძლია საბოლოო პასუხი გავცე ამ კითხვას - ყოფნა.ჩვენ არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი მიწისთვის. გაზარდეთ ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების ზეწოლა და აღიარეთ ეს ქვეყანა ტერორისტულ სახელმწიფოდ. გთხოვთ, უზრუნველყავით, რომ ჩვენი უკრაინული ცა უსაფრთხო იყოს. უზრუნველყავით იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც აუცილებელია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანეთის თემთა პალატას უცხო ქვეყნის ლიდერმა მიმართა.

 

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge